სასურველი თანხა
100
1000
-
+
სასურველი ვადა
30
30
-
+

სესხი

-
სესხი:
-
პროცენტი:
-
სულ:
-

გადავადება

7 დღე:
-
14 დღე:
-
30 დღე:
-
სესხის აღება

ჩვენი უპირატესობები

ჩვენს შესახებ

1click-ი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ფინპორტის” მიერ შექმნილი ონლაინ სესხების კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2016 წლის დეკემბერში გამოჩნდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ფინპორტი “(1click.ge) რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ს/კ: 404518330. კომპანია სამომავლოდ ფინანსურ ბაზარზე მომხმარებლისათვის სხვადასხვა თანამედროვე პროდუქტის შეთავაზებას გეგმავს.

1click-ი ყველაზე მარტივი, სწრაფი და ახალი შესაძლებლობების მქონე ონლაინ სესხია. სესხის მოთხოვნის პროცედურას სულ რაღაც 1 წუთი სჭირდება, პირველი სესხის ლიმიტი შეზღუდული არ არის, 21-დან 66 წლის ასაკამდე მომხმარებელს პირველივე ჯერზე შეუძლია ისესხოს მაქსიმალური თანხა - 1000 ლარი, ფიქსირებული 30 დღის ვადით. სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 5.4% შეადგენს (დღიური 0.18% ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 96.4%). მიუხედავად სესხის ფიქსირებული ვადისა, სესხის დაფარვა მომხმარებელს ნებსიმერ დროს შეუძლია, იგი მხოლოდ იმდენი დღის პროცენტს გადაიხდის რამდენი დღითაც ისარგებლებს სესხით.

დამტკიცებული ლიმიტი აქტიურია 3 კალენდარული დღე. 3 დღის შემდეგ მომხმარებელმა ხელახლა უნდა გააკეთოს სესხის მოთხოვნის განახცადი.

სესხის ვადის ბოლო დღეს ან მომდევნო დღეებში, მომხმარებელს საშუალება ექნება სესხის დაფარვის თარიღი 7, 14 ან 30 დღით გადაავადოს. 7 დღით გადავადების საკომისიო შეადგენს სესხის თანხის 1.33 %-ს, 14 დღით გადავადების - 2.66% -ს, 30 დღით გადავადების კი - 5.7%. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სესხის ვადის განმავლობაში გადავადება არ ხდება და ამ პერიოდში შემოტანილი ნებისმიერ თანხიდან, რა მიზნობრიობითაც არ უნდა იყოს ის შემოტანილი/გადმორიცხული (მათ შორის გადავადების მიზნობრიობით), პირველ რიგში დაიფარება არსებული მიმდინარე დავალიანება ანუ დარიცხული პროცენტი და შემდეგ სესხის ძირითადი თანხა.

პირველი სესხის დაფარვიდან რამდენიმე წუთში მომხმარებელს კვლავ შეუძლია განმეორებით მოითხოვოს სესხი.


მისია:

1click-ის მისიაა, ყველა მომხმარებელს შეუქმნას თანაბარი და საკუთარ შესაძლებლობებზე მორგებული პირობები და დაეხმაროს მათ მარტივად და ეფექტურად გაუმკლავდნენ ყოველდღიურ ფინანსურ საჭიროებებს, ყოველგვარი დაფარული ხარჯების წარმოქმნის გარეშე.


ხედვა:

1click-ის ხედვაა, იყოს გაუმჯობესებული სამომხმარებლო სტანდარტის მქონე ონლაინ სესხების კომპანია.

  • როგორ ავიღო სესხი?

    თუ ხართ 21-66 წლამდე, შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი, დარეგისტრირდით მომხმარებლად, გაიარეთ ვერიფიკაცია სატელეფონო კოდის საშუალებით და მოითხოვეთ სასურველი ლიმიტი. სესხის დამტკიცების შემდეგ გადარიცხეთ მხოლოდ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან ერთი თეთრი 1click-ის ანგარიშზე და დაელოდეთ დამტკიცებული თანხის ჩარიცხვას.
    ერთი თეთრის გადმორიცხვა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკიდან ან ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან. გადმორიცხვისას, გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი.

    მიმღები: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ფინპორტი“
    საბანკო ანგარიშები:
    BOG: GE91BG0000000757658800
    TBC: GE51TB7945136020100004

    საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის ანგარიშებიდან გადმორიცხული 1 თეთრი ჩვენს ანგარიშზე აისახება მომენტალურად, ნებისმიერი სხვა ბანკიდან გადმორიცხული 1 თეთრის ასახვას შესაძლებელია ერთი სამუშაო დღე დასჭირდეს.

  • როგორ დავფარო სესხი?

    სესხის ვადა ფიქსირებულია და 30 დღეს შეადგენს, შესაბამისად, თუ მომხმარებელი ვადაზე ადრე არ ფარავს სესხს, იგი უნდა დაიფაროს 30-ე დღეს. სესხის დაფარვა შესაძლებელია ინტერნეტბანკის, პლასტიკური ბარათის, სწრაფი გადახდის აპარატების TBC PAY და EXPRESS PAY, ვებ-გვერდების mypay.ge და tbcpay.ge ან ნებისმიერი ბანკის საშუალებით. თუ სესხს 30 დღეზე ნაკლებ ვადაში დაფარავთ, თქვენ გადაიხდით დაფარვის დღის მიხედვით დაანგარიშებულ საკომისიოს ანუ იმაზე ნაკლებ თანხას, ვიდრე გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების ძირითადი პირობებით.
    თანხის სწრაფი გადახდის აპარატიდან დაფარვის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი ან სესხის ნომერი.
    სესხის ინტერნეტ ბანკის ან ბანკის ფილიალის საშუალებით დაფარვის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი რეკვიზიტები:

    მიმღები: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ფინპორტი“
    საბანკო ანგარიშები:
    BOG: GE91BG0000000757658800
    TBC: GE51TB7945136020100004
    დანიშნულება – სესხის დაფარვა ********
    (*-ის ნაცვლად სესხის ნომერი)

    საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ანგარიშიდან გადახდილი თანხა აისახება მომენტალურად. ნებისმიერი სხვა ბანკიდან გადახდილი თანხის ასახვას შესაძლებელია დასჭირდეს ერთი სამუშაო დღე. სესხი დაფარულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც თანხის ჩარიცხვა მოხდება 1click-ის ანგარიშზე.

  • როგორ გადავავადო სესხი?

    თუ თქვენ სესხის ვადის ბოლო დღეს, ან მომდევნო დღეებში ვერ ფარავთ სესხს, შეგიძლიათ იგი 7, 14 ან 30 დღით გადაავადოთ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სესხის ვადის განმავლობაში გადავადება არ ხდება და ამ პერიოდში შემოტანილი ნებისმიერი თანხიდან, რა მიზნობრიობითაც არ უნდა იყოს ის შემოტანილი/გადმორიცხული (მათ შორის გადავადების მიზნობრიობით), პირველ რიგში დაიფარება არსებული მიმდინარე დავალიანება ანუ დარიცხული პროცენტი და შემდეგ სესხის ძირითადი თანხა. სესხის გადასავადებლად, თქვენ გადავადების საკომისიო უნდა გადაიხადოთ: 7 დღეზე სესხის თანხის 1.33%, 14 დღეზე - 2.66%, 30 დღეზე - 5.7%. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ სესხი არ დაფარეთ ან არ გადაავდეთ სესხის ვადის ბოლო დღეს სესხი ითვლება ვადაგადაცილებულად, სესხის გადავადება კი შესაძლებელია მხოლოდ ვადაგადაცილების 30-ე დღემდე.
    გადავადების საკომისიოს გადახდა შესაძლებელია ინტერნეტბანკის, პლასტიკური ბარათის, სწრაფი გადახდის აპარატების: TBC PAY და EXPRESS PAY, ვებ-გვერდების mypay.ge და tbcpay.ge ან ნებისმიერი ბანკის საშუალებით. სესხის სწრაფი გადახდის აპარატიდან გადავადების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი ან სესხის ნომერი და გაითვალისწინოთ აპარატის მომსახურების საკომისიო.
    სესხის ინტერნეტ ბანკის ან ბანკის ფილიალის საშუალებით გადავადების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი რეკვიზიტები:

    მიმღები: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ფინპორტი“
    საბანკო ანგარიშები:
    BOG: GE91BG0000000757658800
    TBC: GE51TB7945136020100004
    დანიშნულება – სესხის გადავადება********
    (*-ის ნაცვლად სესხის ნომერი)
  • როგორ ხდება პროცენტის დარიცხვა?

    როგორც წესი, ონლაინ სესხებზე საკომისიოს (პროცენტის) დარციხვა სესხის მთლიან პერიოდზე ხდება, მიუხედავად იმისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე იფარება თუ არა სესხი. 1click-ის ონლაინ სესხის დაფარვა, ფიქსირებულ 30 დღიან ვადაზე ადრეც, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელი არანაირ წინსწრების საკომისიოს არ იხდის. პროცენტი გამოყენებული დღეების მიხედვით ანგარიშდება, მომხმარებელი მხოლოდ იმდენი დღის პროცენტს იხდის, რამდენი დღითაც ისარგებლებს სესხით. საპროცენტი განაკვეთი 1 დღეზე სესხის თანხის 0,18%-ს შეადგენს.თუ მომხმარებელი სესხით 15 დღე სარგებლობს, საკომისიო (პროცენტი) გამოდის ყოველთვიური საკომისოს (პროცენტის) ნახევარი, 10 დღის შემთხვევაში - მესამედი და ა.შ. მაგალითად 500 ლარზე 5 დღის საკომისიო (პროცენტი) შეადგენს მხოლოდ 4.50 ლარს, რაც ჯამურად სესხის თანხის მხოლოდ 0.90%-ია.

  • სად ჩამერიცხება და რამდენ ხანში მივიღებ თანხას?

    დამტკიცებული თანხა ჩაირიცხება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდება 1 თეთრის გადმორიცხვა. საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმარებლებისათვის სესხის გადარიცხვა ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათამდე და თანხა ანგარიშზე 15 წუთის განმავლობაში აისახება. ნებისმიერი სხვა ბანკის შემთხვევაში გადარიცხულ თანხის ანგარიშზე ასახვას შესაძლებელია ერთი სამუშაო დღე დასჭირდეს.

  • რა ფინანსური ხარჯი წარმომექმნება 1click-ის სესხით სარეგბლობისას?

    ჩვენთან აბსოლუტურად ყველა ხარჯი ბოლომდე გამჭვირვალეა და მომხმარებელს არანაირი დაფარული ხარჯი არ წარმოექმნება.

    ის ფინანსური ხარჯი, რაც შეიძლება მომხმარებელს წარმოექმნას 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება:

    1. პროცენტი - სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის ძირითად თანხას და რომლის გამსესხებლისათვის გადახდის ვალდებულება მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად.

    2.გადავადების საკომისიო -მსესხებლის მიერ, სესხის გახანგრძლივებისათვის გადასახადელი ფიქსირებული თანხა. გაითვალისწინეთ, რომ გადავადების საკომისის მომხმარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდის, თუ სესხის ვადის გახანგრძლივება სურს.

    3. განაღდების საკომისიო - აღნიშნული ხარჯის წარმოქმნა დამოკიდებულია მომხმარებლის პლასტიკური ბარათის ან კონკრეტული ბანკის პირობებზე.

    მომხმარებელს, ასევე შესაძლებელია წარმოექმნას დამატებითი ხარჯი, პირგასამტეხლო - ეგრედ წოდებული ჯარიმა, რომლესაც მომხმარებელი იხდის სესხის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ ეს ხარჯიც მომხმარებელს მხოლოდ მაშინ წარმოექმნება, როდესაც იგი არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.